გორში, ბინაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რამდენიმე საათის წინ, გორში, ვოლოგდის დასახლებაში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

კაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი თემები