რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს – ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით,  რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

,,ჩეხები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს უჭერდნენ და განაგრძობენ მხარდაჭერას მომავალშიც. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ ბიჭვინთის მიწის რუსეთისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება ამას და ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა ანულირდეს და გაუქმდეს.

მსგავსი თემები