საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფრანგულ გამოცემა Le Point-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მისი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.
სააკაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემატურად რჩება.
Le Point: რა ვითარებაშია თქვენი ჯანმრთელობა?
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემატურად რჩება. ჩემი მოწამვლის მძაფრმა ფაზამ გადაიარა, თუმცა სიმპტომები დარჩა. ჩემი პატიმრობის დასაწყისში ჩემი ზურგის ტვინი ძალადობის შედეგად დაზიანდა, ეს გადაადგილებისას ტკივილს და სირთულეებს მიქმნიდა.
Le Point: საკვებს როგორ იღებთ?
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მენიუ ძალიან შეზღუდულია. მე უკვე აღარ შემიძლია მივიღო ის საკვები, რომელსაც ვიღებდი შიმშილობამდე და მოწამვლამდე.
Le Point: ხელისუფლება როგორ გეპყრობათ?