ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ლიბერიაში, საწვავით სავსე ცისტერნის აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილთა შორის ორსული ქალი და 3 ბავშვია, რომელთა ასაკიც 6-დან 9 წლამდეა. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

შემთხვევა 26 დეკემბერს მოხდა. ცისტერნა გვიან ღამით გზიდან გადავიდა და ცეცხლი მოეკიდა.

თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე ადამიანმა გადმოღვრილი ბენზინის შეგროვება სცადა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

მსგავსი თემები