იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი მღვდლებს და სტუდენტებს თავს დაესხა

30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი, იერუსალიმის სომხურ უბანში სომეხ მღვდლებს და სტუდენტებს თავს დაესხნენ. პოლიციამ ორი პირი დააკავა.

სომხური მედიის ცნობით, მასიური თავდასხმა კოორდინირებული იყო და თავდამსხმელებმა ბლაგვი იარაღების გარდა, ლეტალური და ნახევრად ლეტალური ნივთიერებები, მათ შორის ნერვული აგენტები გამოიყენეს.

იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს განცხადებით, თავდასხმა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სომხური კვარტლის დიდი ნაწილის ავსტრალიელ-ისრაელელ ბიზნესმენზე 100 წლით იჯარით გადაცემა მასობრივი პროტესტის შედეგად ჩაიშალა. სწორედ ამ ბიზნესმენებს ადანაშაულებს საპატრიარქო მომხდარში

,,ავსტრალიელ-ისრაელელი ბიზნესმენები დანი ტორმანი (რუბენშტაინი) და ჯორჯ ვარვარი ასე რეაგირებენ სამართლებრივ პროცედურებზე. სომხური საპატრიარქოს ეგზისტენციალური საფრთხე ახლა უკვე ფიზიკური რეალობაა. მოვუწოდებთ საერთაშორისო მედიას და საზოგადოებას, დაგვეხმარონ სომხური კვარტლის გადარჩენაში” – წერია იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა სომხური სასულიერო აკადემიის რამდენიმე მღვდელი, დიაკონი და სტუდენტი, ასევე რამდენიმე ადგილობრივი სომეხი.

მსგავსი თემები