დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება. ამის შესახებ მან თავადვე განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის.

„ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, რადგან ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის ტრანსპორტის საკითხებისთვის მიძღვნა. მაგრამ ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი შეხვედრის დროს გასაგები იყოს, რისი მიღწევა გვსურს”, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი თემები