რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარეზე დაეშვა

ხუთშაბათს, 28 დეკემბერს, მოსკოვის დროით 03:45 საათზე, იაკუტ ზირიანკას აეროპორტში, Polar Airlines An-24 თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარე კოლიმაზე დაეშვა. 

ბორტზე 34 ადამიანი იმყოფებოდა: 30 მგზავრი (მათ შორის ორი ბავშვი) და ეკიპაჟის ოთხი წევრი.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმფრინავი იაკუტსკიდან მიფრინავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი იყო “ეკიპაჟის შეცდომა თვითმფრინავის პილოტირებისას”.

მსგავსი თემები