,,საკუთარი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს”- სააკაშვილი

„საკუთარი ხელმოწერით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს“,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა  ფრანგულ გამოცემა Le Point-სთვის მიცემული ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ”როგორ რეაგირებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების თაობაზე მზაობის ნიშნებზე?”, მიხეილ სააკაშვილის პასუხობს:

,,საკუთარი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს. მისი განცხადებები სახელმწიფო მოღვაწის საკადრისია. მე ვუწონებ მას სახელმწიფოებრივ სიბრძნეს, რომელიც მან ევროპის საკითხში გამოამჟღავნა. ჩემთვის ძალიან ძნელია ჩემს ოჯახსა და შვილებთან განშორება. ჩემი ქალიშვილი ალისა ფიქრობს, რომ მე არ მივდივარ სახლში იმ მიზეზით, რომ სულ დაკავებული ვარ სამსახურში. ჩემი ვაჟიშვილი ნიკოლოზისთვის, მოზარდისთვის და შესაბამისად, ძალიან მძიმე ასაკში მყოფისთვის, ჩემი პატიმრობა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაა.

77 წლის დედაჩემი ყოველდღე მოდის ციხის საავადმყოფოში და ჩემთვის საკვები მოაქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად მძიმეა ეს?
ბოლოს, რაც მკლავს, არის ის, რომ მე ვიცი, რომ წარდგენილ ბრალდებებში სრულიად უდანაშაულო ვარ და საქართველოში სამართლიან სასამართლოს ვერ მივაღწიე. ფაქტია ის, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჩემი გათავისუფლება სურს,”- აცხადებს მიხეილ სააკაშ
ვილი.

მსგავსი თემები