ოთხი თვის ჩვილი, რომელიც ტორნადომ გაიტახა  ცოცხალი იპოვეს

აშშ-ში, ტენესის შტატში ოთხი თვის ბავშვი, რომელიც ტორნადომ გაიტცა  ცოცხალი იპოვეს.

მშობლების განცხადებით,  ჩამოვარდნილ ხეში იპოვეს.

ჩვილის დედის განცხადებით, ტორნადოს მოახლოებისას მათ  სახლს ჭერი აეხადა, რის შემდეგაც ტორნადომ ჩვილის აკვანი აიტაცა.

ჩვილის მამამ აკვანი დაიჭირა, თუმცა საბოლოოდ ტორნადომ ორივე ერთად აიტაცა.  დედა ერთი წლის შვილს გადაეფარა, რა დროსაც სახლის კედლები ჩამოინგრა და დედა-შვილი ნანგრევებში მოიყოლა.

ჩვილი, მისი ერთი წლის ძმა და მშობლები მსუბუქი დაზიანებებით გადარჩნენ.

 

მსგავსი თემები