,,ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გაზაფხულზეა მოსალოდნელი”- ზელენსკი

“ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გაზაფხულზეა მოსალოდნელი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინა და ევროკომისია ოფიციალურად დაიწყებენ პროცესს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.

“ევროპულმა საბჭომ ამ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ამისთვის მთელი წელი აქტიურად ვმუშაობდით. უახლოეს დღეებში უკრაინა და ევროკომისია ოფიციალურად დაიწყებენ პროცესს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობისთვის, რომლის მიღებასაც გაზაფხულზე ველოდებით. მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ისტორიული დარწმუნება: უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც შეუერთდა გვეხმარება ევროპულ გადაწყვეტილებებთან დაახლოებაში: ყველა პოლიტიკოსის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერისა და სხვადასხვა ქვეყნის ხალხის, ვისაც თანაბარი რწმენა აქვს უკრაინისა და ევროპის მიმართ”, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები