დუშეთში ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია

დუშეთში ძლიერმა ქარმა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წააქცია. დუშეთის მერის, მანანა ნარიმანიძის ინფორმაციით, საახალწლო ნაძვის ხე მნიშვნელოვნად დაზიანდა.

,,დუშეთში, ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაზიანდა.
სამწუხაროდ უამინდობის გამო, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ წუთებში ადგილზე სათანადო ღონისძიებები ტარდება. მიუხედავად ძლიერი ქარისა, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად გვეხმარებიან, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ტერიტორია ამ დროისთვის უკვე სრულად გაწმენდილია . საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,”- წერს მანანა ნარიმანიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები