გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვი კვლავ იაშვილის კლინიკაში რჩება. 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
მას რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
ოზურგეთში 16 დეკემბერს პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.