მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებე ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ორი ადამიანი დანით დაჭრა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ბრალდებულს კი ეძებენ.