ბაიდენის კორტეჟს მანქანა შეეჯახა

კვირას ღამით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომობილს მანქანა შეეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბაიდენი, ქალაქ ვილმინგტონში, შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო შტაბს ტოვებდა ქალაქ ვილმინგტონში.

შემთხვევის შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი არ დაშავებულან.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, როდესაც “სედანის” ტიპის მანქანა  უსაფრთხოების სამსახურის მანქანას შეეჯახა, რომელიც ოფისის მიმდებარედ გზაჯვარედინს კეტავდა.

მედიის ცნობით, “სედანი”  გზის გაგრძელებას შეეცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ის ალყაში მოაქციეს და მძღოლს უბრძანეს ხელები აეწია.

მსგავსი თემები