მარიტა გუტაშვილმა ონის მერიაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია – “მთის ამბები”

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.

მარიტა გუტაშვილი მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი თემები