სლოვაკეთი უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას კვლავ დაბლოკავს. სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანება UNAS-ი უკრაინის საზღვართან დაბლოკვას ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან განაახლებს.

დაიბლოკება ტრანსპორტის შესვლა, მგზავრთა გადაადგილება კი არ შეიზღუდება.

სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების მთავარი მოთხოვნაა, უკრაინელი გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენა.

მსგავსი თემები