რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ კონფლიქტში ჩაითრიოს – ბლინკენი

რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცველ ფინანსურ პაკეტს კონგრესში კენჭს არ უყრის და არ დაამტკიცებს, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის.

„ვფიქრობ, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცველ ფინანსურ პაკეტს კონგრესში კენჭს არ უყრის და არ დაამტკიცებს, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. ახლა დროა, ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რა მოხდება – პუტინი წინ წაიწევს დაუსჯელად და ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება და ის შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ეს კი ჩვენ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ნატო-ს წევრების წინაშე აღებული ვალდებულება“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები