ბლინკენის განცხადებით, ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მისი თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის განზრახვასა და შედეგებს შორის დიდი სხვაობაა.

„განზრახვა არსებობს, მაგრამ შედეგებსა და განზრახვას შორის დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები, მაგალითად, სამხრეთში უსაფრთხო ტერიტორიების მარშრუტის დანიშნა. საჭიროა მეტი ჰუმანიტარული პაუზა, მეტი განსაზღვრული უსაფრთხო მარშრუტი, რათა ადამიანებმა იცოდნენ, როდის და სად არის უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გაზრახვა და შედეგი მაქსიმალურად ახლოს იქნება ერთმანეთთან“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები