ფონიჭალაში გატაცებულ არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

ფონიჭალაში გატაცებულ 16-წლის არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით,  საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

შემთხვევა 9 დეკემბერს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო რამდენიმე თვის წინ დანიშნეს, თუმცა მას ოჯახის შექმნა არ სურდა.

გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები