საჰაერო იერიში კიევზე – დაშავდა ოთხი ადამიანი

კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე მტრის რვა რაკეტა და 18 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტის ფრაგმენტები  დარნიცკისა და გოლოსევსკის რაიონებში ჩამოვარდა. მისივე თქმით, ფრაგმენტებმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა.

გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. 11 დეკემბერს 4:15 საათზე კიევსა და რეგიონში საჰაერო  განგაში გამოცხადდა.

მსგავსი თემები