12 დეკემბერს ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიღებს

12 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს გაემგზავრება.

მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გამართავს შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერიას.

„ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი აშშ-ში. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პირველად სექტემბერში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები