2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს – დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს.

სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში საქართველოში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, რეგისტრირებული 52 შემთხვევიდან – 47 გახსნილია. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

ამასთან, იანვარ-სექტემბრის პერიოდში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2-ით აღემატება.

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვლელობის მცდელობის 44, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 36 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, გახსნილია მკვლელობის მცდელობის 40, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 35 შემთხვევა.

მსგავსი თემები