,,რუსეთში მყოფებს ეჭვი არ შეეპაროთ: პასუხის აგებს ყველა – ტერორისტებიდან დაწყებული ტერორის პროპაგანდისტებით დამთავრებული“ – ზელენსკი

მაქსიმალურად ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული რეჟიმი იმეორებს უკვე ჩადენილ ბოროტებას, მაგრამ ცდილობს, ყოველი დარტყმა უფრო მტკივნეული გახადოს.

„ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას, თითქმის ყოველ კვირას უკრაინისთვის ახალი შეთანხმებები და შესაძლებლობები მოაქვს. რუსული რეჟიმი იმეორებს უკვე ჩადენილ ბოროტებას, მაგრამ ცდილობს, ყოველი დარტყმა უფრო მტკივნეული გახადოს. ჩვენ ეს ვიცით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატებისგან, ვინც იგერიებს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს, ჩვენს დაზვერვას და ყველა პარტნიორს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ტერორისტი სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რუსეთში მყოფებს ეჭვი არ შეეპაროთ: პასუხის აგებს ყველა – ტერორისტებიდან დაწყებული ტერორის პროპაგანდისტებით დამთავრებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები