ავტომფლობელებმა თბილისში არასწორი პარკირებისთვის 15 მილიონი ლარი გადაიხადეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, თბილისში ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა წინა წელთან შედარებით გახუთმაგებულია და 15,364,075 ლარს მიაღწია.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იწყება.

მსგავსი თემები