საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში და მოკლა

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი და მოკლა. ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დანაშაულზე აქტიურად წერს პოლონური მედიაც. მოკლული ჯერ საქართველოში არ ჩამოუსვენებიათ. ამ დრომდე უცნობია მოტივი, რატომ გაიმეტა ძმამ საკუთარი და სასიკვდილოდ. ის ჯერ არ დაუკავებიათ.

არსებული ინფორმაციით, და-ძმა მარნეულიდან იყვნენ. ქალი პოლონეთში სამუშაოდ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ წავიდა.

მსგავსი თემები