ისრაელისა და “ჰამასის” დროებითი ზავი შესაძლოა ერთი, ან ორი დღით გახანგრძლივდეს

ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავი შესაძლოა ერთი, ან ორი დღით გახანგრძლივდეს. Reuters-ის ცნობით, ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს დადებითი სიგნალები ორივე მხარისგან ზავის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ.

ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დიაა რაშვანმა განაცხადა, რომ ქვეყანა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა მხარესთან, რათა მიაღწიოს შეთანხმებას ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივებაზე, რაც ნიშნავს ღაზაში მყოფი მეტი მძევლისა და ისრაელის ციხეებში მყოფი მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ-ჰამასის დროებითი, ოთხდღიანი ზავის პირველი დღე გუშინ, 24 ნოემბერს ჰამასის ტყვეობაში მყოფი 24 მძევლის გათავისუფლებით დასრულდა. სანაცვლოდ ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაუშვეს.

CNN-ის ინფორმაციით, “ჰამასმა” დღეს კიდევ 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელმა 42 პალესტინელი პატიმარი.

მსგავსი თემები