,,ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება” – სალომე ზურაბიშვილი

,,ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება”. ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას.

,,მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გორში ჩავიდა. პრეზიდენტი EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხელმოწერებს აგროვებს. სალომე ზურაბიშვილს გორში ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დახვედრია.

მსგავსი თემები