რუსეთი უკრაინაზე „კალიბრებით“ შეტევებს ვეღარ ახორციელებს

რუსეთის უკრაინაზე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, „კალიბრებით“ შეტევებს ამ ეტაპზე ვერ ახორციელებს. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკშია გადაყვანილი.

თუ სევასტოპოლში საბრძოლო ხომალდებზე ამ ტიპის რაკეტების ჩატვირთვის ინფრასტრუქტურა არსებობს, ნოვოროსიისკში ის არ არის. ამ ლოგისტიკური პრობლემების გამო საზღვაო ფრთოსანი რაკეტების გამოყენება პრაქტიკულად შეჩერებულია.

ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთი, ბუნებრივია, ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება, რათა ზამთრის პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ საზღვაო ფლოტიც გამოიყენოს.

როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, სევასტოპოლში სამხედრო ხომალდებზე რამდენიმე სერიოზული დარტყმის შემდეგ ოკუპანტებმა სევასტოპოლიდან გემები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს.

იმის გამო, რომ ნოვოროსიისკის პორტში ყველა საბრძოლო ხომალდი ვერ ეტევა, რუსეთმა ფლოტის ბაზისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენებაც გადაწყვიტა.

მსგავსი თემები