კიევზე დრონებით მასიური შეტევის გამო, ლატვიის პრეზიდენტს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია

კიევზე დრონებით მასიური შეტევის გამო, ლატვიის პრეზიდენტს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. ფოტო წარწერით -„25 ნოემბერი, დილის 05:10 საათი, კიევი“, – ედგარს რინკევიჩის ტვიტერზე ვრცელდება.

გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობა გაუშვეს, საიდანაც ასევე რეკორდული რაოდენობა გაანადგურა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ. უფრო კონკრეტულად კი 75 “შაჰიდიდან” უკრაინამ 71 ჩამოაგდო.

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი თავდასხმის დროს, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

დღეს მან მონაწილეობა მიიღო ჰოლოდომორის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. გუშინ კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მსგავსი თემები