უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს, სადაც მას მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი ის ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიასვენეს. მას 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

,,ზრდილობიანი, უაღრესად წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. მისი ცუდი არავის არ გაახსენდება. ნამდვილად დაიღუპა გმირულად. პატრიოტი იყო. უკვე 3 თვეა, რაც უკრაინაში წავიდა. არავინ არ იცოდა ისე წავიდა”, – ამბობს მისი ახლობელი.

ცნობისთვის, წლის მებრძოლი დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი თემები