რუსეთში მობილიზებულმა სამხედრომ საკუთარი გარდაცვალების ყალბი მოწმობა იყიდა, რომ ომში არ წასულიყო

რუსეთში კაცმა საკუთარი გარდაცვალების ყალბი მოწმობა იყიდა იმისთვის, რომ ომში არ წასულიყო. ულან-უდეს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ადგილობრივი, მობილიზებული სამხედრო ზორიგოტ არაბჟაევი დეზერტირობის მუხლით გაასამართლა.

მობილიზაციის პერიოდში, 2023 წლის მარტში, მან კუთვნილი შვებულებით ისარგებლა, მისი დასრულების შემდეგ კი სამხედრო ნაწილში აღარ დაბრუნდა.

როდესაც სახლში მიაკითხეს, ოჯახის წევრებმა სამხედრო პოლიციას მისი გარდაცვალების მოწმობა აჩვენეს, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. არაბჟაევი მაისში დააკავეს, რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

მსგავსი თემები