,,სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – ფაშინიანი

,,სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„მე არაერთხელ განვაცხადე ჩემს საჯარო განცხადებებში, რომ ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის მარიონეტი გაგლოევი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ არ აინტერესებს სომხეთის პრემიერის აზრი. მისივე თქმით, “ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს”.

მსგავსი თემები