რუსმა ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაშავდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

,,სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ,” – წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო კი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. მისივე თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საბავშვო ბაღს და რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.

მსგავსი თემები