დღეს გაცვლის მეორე ეტაპი იქნება – “ჰამასმა” 14 მძევალი უნდა გაათავისუფლოს

ისრაელსა და “ჰამასს” შორის მორიგი ტყვეთა გაცვლა დღეს მოხდება. “ჰამასმა” 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელმა 42 პალესტინელი პატიმარი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეთანხმების პირობების მიხედვით, “ჰამასი” ისრაელს სამი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ ისრაელელ მძევალს გადასცემს.

დროებითი ზავის ფარგლებში “ჰამასმა” 24 მძევალი 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 4 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

მსგავსი თემები