,,დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება” – პარლამენტთან აქცია იწყება

პარლამენტთან ბავშვთა ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით ამ წუთებში აქცია იწყება. ორგანიზატორები “ქალთა მოძრაობა”, “საფარი” და აზერბაიჯანული თემის აქტივისტები არიან.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ეფექტურ რეაგირებას ითხოვენ.

,,კანონმდებლობითაც ბავშვთა ქორწინება არ იკრძალება. მართალია, საქორწინო ასაკი 18 წელია, მაგრამ თუ 18 წლამდე ეს ხორციელდება, მაშინ ის დასჯადი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კანონმდებლობით და რაც მთავარია პრაქტიკითაც, ბავშვების ნიშნობა და ბავშვების ქორწინება ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს პოლიციას, რომ ჩაერთოს და თავიდან აიცილოს, პრევენცია მოახდინოს ადრეული ქორწინებების,” – ამბობს “საფარის” დირექტორი, ბაია პატარაია.

მსგავსი თემები