უკრაინაში დაღუპულ ნიკა გელენიძეს საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა გელენიძეს საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს, დილის 04:25 საათზე ჩამოასვენებენ.

გელენიძეს 28 ნოემბერს 15:00 საათზე ფოთში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, 30 წლის მებრძოლი დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი თემები