უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, მთავრობა ამ თანხას სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს.

,,ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის “5-7-9″-ის დაფინანსება გააგრძელოს,” – აღნიშნა შმიგალმა.

მან საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები