ჩეხეთმა ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა

ჩეხეთის მთავრობამ  ქვეყანაში არსებული ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს.

 “ჩემი ინიციატივით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვა. კომერციული აქტივობები, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინელთა მკვლელობას აფინანსებს, აქ სრულდება,” ნათქვამია ლიპავსკის განცხადებაში.

მსგავსი თემები