გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზეა საუბარი. რეზოლუციაში „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
„მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელ ღაზის სექტორში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.