,,ფეხი მოუქნია ძაღლს, დაიწყო გინება, ამას შემდეგ მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი… ჩემი შვილი დაჭრილია, დაჭრილია ის ყაზახი”- თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი  ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ინციდენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით,  დაჭრილ გურამ ელიზბარაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს მას, სავარაუდოდ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

,,იმდენად აგრესიული იყო ეს ყაზახი ეროვნების პიროვნება ძაღლის მიმართ, იმდენად კატეგორიული იყო გაიყვანე, არ მსიამოვნებს ძაღლი აქ რომ დადისო, აი ეს, ორი კილოც არ არის, ორ კილოსაც არ იწონის “პიპო”, ფეხი მოუქნია ძაღლს, დაიწყო გინება, ამას შემდეგ მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ, ჩემი შვილი დაჭრილია, დაჭრილია ის ყაზახი, “პიპო” კიდევ შეშინებულია…. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს, მაგრამ მე ბევრი ეჭვი მაქვს, როგორ მოხდა ის, რომ ჩემი შვილი დაჭრილია, ის კადრები, რომელიც გადაიღო სათვალთვალო კამერამ, მოვითხოვ ამ კადრების გასაჯაროებას და ბუნებრივია მაქსიმალურად ვიქნები ამ საქმეში და დავიცავ ჩემი შვილის უფლებებს”, – აცხადებს ელიზბარაშვილი.

ცნობისთვის, შემთხვევა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

მსგავსი თემები