პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანტს, რომელშიც ჯასტინ ტრიუდო სადილობდა

ვანკუვერში პალესტინელების მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანტს, რომელშიც კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სადილობდა. პრემიერი რესტორნიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით,  პალესტინის დაახლოებით 250 მხარდამჭერი რესტორნის წინ დროშებს აფრიალებდა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს სკანდირებდა.

დემონსტრანტების დაშლაში  100 პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა პოლიციამ სულ მცირე ორი ადამიანი დააკავა.

ამასთან, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს რამდენიმე მომიტინგე რესტორნის შიგნით, როგორ მიმართავენ ტრიუდოს შეძახილებით.

მსგავსი თემები