ისტორიაში პირველად რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოში არ აირჩიეს

ისტორიაში პირველად, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ((UNESCO) არ აირჩია რუსეთი ერთ-ერთ მთავარ ორგანოში – აღმასრულებელ საბჭოში.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისტორიაში პირველად, რუსეთი “გარიცხეს იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდან”.

,,რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს მართალია. რუსი ტერორისტების ადგილი არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში. რუსეთის საერთაშორისო როლი კიდევ უფრო შესუსტდება”, – წერს ზელენსკი.

იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო – ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც განაგებს მის ბიუჯეტს და პროგრამულ მოქმედებებს.

 

მსგავსი თემები