ჩიხურ სიტუაციას და გაყინულ კონფლიქტს ვერ დავუშვებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ფრონტზე ჩიხში შესვლის უფლება არ აქვს. მისი თქმით, „ჩიხში მყოფი მდგომარეობა დროებითი სისუსტეა. თუ ომის დასრულება გვინდა, ის უნდა დავასრულოთ“.

„თუ ეს ჩიხური სიტუაცია და გაყინული კონფლიქტია, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ, ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი. გვინდა ასეთი ცხოვრება, როცა გავზრდით ბავშვებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად იომებენ? ჩიხური სიტუაცია დროებითი სისუსტეა. თუ გვსურს, რომ ომი დასრულდეს, ჩვენ ის უნდა დავასრულოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები