,,მათ მიიღეს კანონი, რომელიც ინტეგრაციის გზაზე გარკვეული უკუსვლაა. ვწუხვართ” – ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მათ მიიღეს კანონი, რომელიც ინტეგრაციის გზაზე გარკვეული უკუსვლაა. ვწუხვართ ამის გამო”, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჰაჯა ლაბიბმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა ტარდება.

ლაბიბი “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს ეხმაურება:

,,ორმხრივი შეხვედრა მექნება. მათ მიიღეს კანონი, რომელიც ინტეგრაციის გზაზე გარკვეული უკუსვლაა. ვწუხვართ ამის გამო და გვექნება ძალიან ღია დისკუსია ნებისმიერი ტაბუს გარეშე. ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ მათ და როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, წინსვლა არ ექნებათ”, – ამბობს ლაბიბი.

მსგავსი თემები