„ჰამასი“ და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო”- ჯო ბაიდენი

„ჰამასი“ და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურთ, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და ისრაელის წარმატება მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც.

„ბუნებრივია, ჩნდება კითხვა და ნება მომეცით, გითხრათ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის. ისრაელისა და უკრაინის წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თუ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ძალაუფლებისა და უკრაინის კონტროლისადმი, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები