ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ორი რაკეტით დარტყმა განხორციელდა ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრზე აეროპორტის მახლობლად, , სადაც განთავსებულია ამერიკელი სამხედროები, დიპლომატიური და სამოქალაქო პერსონალი.

ერთ-ერთი რაკეტა კონტრ-სარაკეტო სისტემამ გააჩერა, მეორე კი ცარიელ საცავში მოხვდა, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური პირის თქმით, არავინ დაშავებულა. თავდასხმა პარასკევს, ბაღდადის დროით დაახლოებით 2:50 საათზე მოხდა.

 

მსგავსი თემები