რუსეთმა დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა

გასულ ღამეს რუსეთმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს შეუტია. რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაზე და ხარკოვის ოლქის სოფელ კუპიანსკ-ვუზლოვიზე. დაბომბეს ხერსონი და ბერისლავი.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული.

ამასთან, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში დაზიანდა 6 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლის შენობა. რუსულმა ძალებმა  ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს.

 

მსგავსი თემები