ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კირიატ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა

”სიენენის” ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქალაქ კირიატ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, მაიან ლაზაროვიჩის განცხადებით, ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიატ შმონაში 23 000 ადამიანი ცხოვრობს და მათი ევაკუაცია სავალდებულოა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობას სხვადასხვა სასტუმროებში გადაიყვანენ.

მსგავსი თემები