ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში –  კოსტავას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევა, მაშინ მოხდა, როცა იგი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი კონტაქტურია. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გაუწიეს.

წყარო: პრაიმტაიმი

მსგავსი თემები