Imovies-სა და adjaranet-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა Imovies.cc-სა და adjaranet.com-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ცნობისთვის, საავტორო უფლებების დარღვევისთვის imovies.cc, adjaranet.com პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ, 2022 წლის აგვისტოში გაითიშა. ორივე საიტს წლების განმავლობაში ფილმების მეკობრულად გავრცელებას ედავებიან.

ამ დროისთვის adjaranet.com და imovies.cc ისევ გათიშულია. საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ბეჟაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია სერვერები, სადაც მეკობრული გვერდები ფაილებს ათავსებდნენ.

მსგავსი თემები